ირაკლი ქადაგიშვილი: „ელჩს პიროვნულად რა დამოკიდებულებებიც აქვს, ამას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ელჩი მისი გამომგზავნი ქვეყნის პოზიციასა და პოლიტიკას ახმოვანებს“

15

„ელჩს პიროვნულად რა დამოკიდებულებებიც აქვს, ამას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ელჩი მისი გამომგზავნი ქვეყნის პოზიციასა და პოლიტიკას ახმოვანებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ელჩს პიროვნულად რა დამოკიდებულებებიც აქვს, ამას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ელჩი მისი გამომგზავნი ქვეყნის პოზიციასა და პოლიტიკას ახმოვანებს. შესაბამისად, მისი გამომგზავნი მხარის მხრიდან უნდა შეიცვალოს მიდგომა, რადგან სხვა შემთხვევაში ეს ელჩი წავა და მის ადგილას სხვა მოვა, რაც არსებითად არაფერს შეცვლის.

რაც შეეხება ელჩების დაბარებას, გაწვევას ან „ნონ გრატად“ გამოცხადებას – მაგალითად, აზერბაიჯანის შემთხვევა მოვიყვანოთ: ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან ყველანაირი ურთიერთობა შეაჩერა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზერბაიჯანის შემთხვევაში განსხვავებული მოცემულობაა – მისი ისტორიის, გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და რესურსების გათვალისწინებით, ეს მოცემულობა განსხვავდება ჩვენი ქვეყნის მდგომარეობისგან.

ერთსაც დავამატებ: ის რეზისტენტულობა და გამძლეობა, რომელსაც დღეს საქართველო აჩვენებს თავისი სუვერენული ინტერესებისა და პოზიციების დაცვის მიმართულებით, მართლაც ბევრისთვის გასაოცარია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.