ADB-ის წარმომადგენელი: “მომავალ წელს ჩვენი ყურადღება კვლავ დაეთმობა რამდენიმე მაღალი ზემოქმედების მქონე დარგს – საქართველოს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას, რომელიც დიდწილად ემთხვევა შუა დერეფანს”

64

“მომავალ წელს ჩვენი ყურადღება კვლავ დაეთმობა რამდენიმე მაღალი ზემოქმედების მქონე დარგს, სადაც ADB-ს შეუძლია მაქსიმალურად ძლიერი განვითარების შედეგების მიღწევა. ეს მოიცავს საქართველოს სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლების გაგრძელებას – საქართველოს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (კარეკი) პროგრამის მეორე დერეფნის ფარგლებში, რომელიც დიდწილად ემთხვევა შუა დერეფანს”, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ “Business Insider Georgia-სთან” ინტერვიუში.

კითხვაზე – რა არის ADB-ის პრიორიტეტული სექტორები საქართველოში მომავალი წლისთვის – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მუნიციპალური სერვისები, გაციფრულება, ინფრასტრუქტურა თუ კერძო სექტორის განვითარებ, ლესლი ბეარმან ლამიმ აღნიშნა:

„ADB-ის პრიორიტეტული სექტორები საქართველოში განისაზღვრება ADB-ის ქვეყანასთან თანამშრომლობის 2024–2028 წლების სტრატეგიით, რომელიც შემუშავდა საქართველოს მთავრობასთან, განვითარების პარტნიორებთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებთან ღრმა კონსულტაციების საფუძველზე. მომავალ წელს ჩვენი ყურადღება კვლავ დაეთმობა რამდენიმე მაღალი ზემოქმედების მქონე დარგს, სადაც ADB-ს შეუძლია მაქსიმალურად ძლიერი განვითარების შედეგების მიღწევა. ეს მოიცავს საქართველოს სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლების გაგრძელებას – საქართველოს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (კარეკი) პროგრამის მეორე დერეფნის ფარგლებში, რომელიც დიდწილად ემთხვევა შუა დერეფანს. ასევე, მრავალმოდალური ტრანსპორტისა და ლოგისტიკური დაკავშირებადობის გაფართოებას უკეთესი საგზაო დაკავშირებით პორტებთან, სარკინიგზო ქსელსა და ლოგისტიკურ ობიექტებთან, რაც ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას.

ამასთანავე, ADB მუშაობს სუფთა ენერგიის გამომუშავებისა და ექსპორტის პოტენციალის ზრდაზე, შიდა ღირებულების შექმნის განვითარებაზე, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში. ის ხელს უწყობს კერძო სექტორს, მეტი მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში დაბალნახშირბადიანი წარმოების განვითარების გზაზე“, – განაცხადა ლესლი ბეარმან ლამიმ.

“Business Insider Georgia-სთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ლესლი ბეარმან ლამი საუბრობს საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოზე, ADB-ის პრიორიტეტულ სექტორებზე ქვეყნის კონტექსტში, საინვესტიციო გარემოსა და კონკურენტუნარიანობაზე, ეროვნული ბანკის (სებ-ის) მონეტარულ პოლიტიკაზე, საქართველოს როლზე რეგიონულ დაკავშირებადობაში და საზღვართშორის ინფრასტრუქტურულ დერეფნებში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) თანამშრომლობის ეფექტიანობაზე საქართველოს მთავრობასთან, სტრუქტურულ რეფორმებზე, მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ პერსპექტივებზე.