„კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს – კერძოდ, გაითვალისწინოს კონკრეტული თემის დასაშინებლად განმეორებით გამართული მარშების ერთობლივი ზეგავლენა“, – აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი სტივ რიდმა.
კითხვას – შესაძლოა თუ არა, პალესტინის მხარდასაჭერი დემონსტრაციები აიკრძალოს, თუ ყოველ კვირაში ერთსა და იმავე ადგილას გაიმართება, რიდმა დადებითად უპასუხა.
„2026 წელს ებრაელებს ეშინიათ კიპას ან დავითის ვარსკვლავის ტარება. ეს სრულიად მიუღებელია. ებრაელებს უნდა ჰქონდეთ ისეთივე თავისუფლება, როგორც ქრისტიანებს ან მუსლიმებს“, – განაცხადა რიდმა.


