„შეხედეთ, რა მდგომარეობაში არიან — ამათ რა 26 მაისი უნდა მოაწყონ“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩემთვის, ეგ არის მეფრინველეობის ფაბრიკა, ნარჩენები არიან მეფრინველეობის ფაბრიკის, ოღონდ საკუთარ თავს ალიანსს ეძახიან.
შეხედეთ რა მდგომარეობაში არიან, მაგათმა რა 26 მაისი უნდა მოაწყონ. სასაცილოა. რისი თავი აქვთ საერთოდ, ვის დაკარგვიან.
კარდაკარი რომ გამოაცხადეს ამას წინ და კარგად თქვა შალვა პაპუაშვილმა – კარდაკარი არა სკამდასკამიო. ერთი ერთში ეგაა.
ბელადი ვინც ჰყავდათ თავის დროზე, ახლა ციხეში უზით და ყველა იმას ეპაექრება. ის იქედან ეპაექრება და პასუხობს. ეს არის მათი რეალობა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


