გოგა ხაინდრავა ზელენსკიზე: „მას აქვს დავალება, რომ დაანგრიოს უკრაინა და შესწიროს იმ „პორნოლიბერალური“ მსოფლიოს ინტერესებს, რომლებმაც მოინდომეს რუსების დასუსტება უკრაინელების განადგურების ხარჯზე“

14

„მას აქვს დავალება, რომ დაანგრიოს უკრაინა და შესწიროს იმ „პორნოლიბერალური“ მსოფლიოს ინტერესებს, რომლებმაც მოინდომეს რუსების დასუსტება უკრაინელების განადგურების ხარჯზე“, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდარავმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას განაცხადა.

„ზელენსკიზე საუბარიც კი არ მინდა, ეგ არის ბოროტი მასხარა, მოვა დრო ანათემას გადასცემს უკრაინელი ხალხი. იმიტომ რომ ის მიზანმიმართულად ანგრევს და ანადგურებს ერს, რომელთანაც არანაირი კავშირი არ აქვს, უბრალოდ იქ დაიბადა.

მთელი თავისი კარიერა ააწყო რუსეთში და დასცინოდა უკრაინას და საქართველოს, ძირითადად უკრაინას დასცინოდა.

მას აქვს დავალება რომ დაანგრიოს უკრაინა და შესწიროს იმ პორნოლიბერალური მსოფლიოს ინტერესებს, რომლებმაც მოინდომეს რუსების დასუსტება უკრაინელების განადგურების ხარჯზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.