„გუშინ ვუსმინე მოხსენებას ევროკავშირში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. სრული კატასტროფა იყო. ის რისი გულისთვისაც, ევროკავშირში მიისწრაფოდნენ სახელმწიფოები, რამაც განაპირობა ევროკავშირის შექმნა თავის დროზე, არის სრულად განადგურებული, საბჭოთა კავშირად არის გადაქცეული დღეს ევროკავშირი“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„არც კი ვიცი, რა დავარქვა იმას, რაც ახლა ხდება. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ფაშისტურ ორგანიზაციად გადაიქცა. ის, რასაც მარტა კოსი აკეთებს, რომელიც, როგორც ამბობენ, რუსული დაზვერვის დამსმენი იყო და ამის შესახებ დოკუმენტები რეალურად არსებობს. ეს იუნკევიჩიანე, ეს ფაშისტი ჩამოყალიბებული, ისეთივე, როგორებიც იყვნენ მისი წინაპრები. გვარები აღარც მინდა დავასახელო — ყველამ კარგად იცის.
ესტონეთმა გუშინწინ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მესამე ქვეყნის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აიკრძალა. ეს უკვე ცინიზმიც აღარ არის — ეს არის ფაშიზმი, ამის შემდეგ უკვე შემოდის გაზის კამერების თემა, და როგორ შემოდის, ეს უკვე ფიშერს უნდა ვკითხოთ, რადგან მისი წინაპრები იყვნენ ამ გაზის კამერების ავტორები ევროპაში. ეს ყველაფერი ახლახან მოხდა — 80 წლის წინ.
ხვალ არის 9 მაისი, როდესაც ქართული საზოგადოება პატივს მიაგებს 350 ათას ქართველს, რომლებმაც თავი დადო მეორე მსოფლიო ომში — არა მხოლოდ საკუთარი სამშობლოს დასაცავად, არამედ ევროპის და იმ ქვეყნების დასაცავად, რომლებიც მაშინ საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ.
აქედან გამომდინარე, როგორც მინიმუმ, ნასახი მაინც რომ ჰქონდეთ ადამიანობისა და ღირსების, ფეხზე უნდა დადგნენ, როდესაც ქართველებზე საუბრობენ და მადლობა უნდა თქვან იმისთვის, რომ მათი ბაბუები, მამები და ოჯახის წევრები გაზის კამერებში არ აღმოჩნდნენ. ქართველებმა თავი დადეს ამისთვის.
სხვათა შორის, დღეს ძალიან კარგი წერილი ჰქონდა ევროპის დღესთან დაკავშირებით ბატონ შალვა პაპუაშვილს, სადაც ეწერა: „ევროპა ის არის, სადაც საქართველოა“. ვეთანხმები და დავამატებ, რომ იმ ცნების, რასაც დღევანდელი ევროპა ჰქვია, ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოც არის. ჩვენ ვიყავით პირდაპირი ზღუდე იმ უამრავი ძალისხმევისა და ძალმომრეობის, რომელიც ევროპისკენ მოედინებოდა და სამწუხაროდ, საპირისპიროდ არაფერს ვიღებდით — არცერთ ეტაპზე, არასოდეს იქიდან არ დაგვხმარებიან ისინი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


