ესპანეთმა საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, მგზავრების ევაკუაცია დაიწყო. საკრუიზო ლაინერი, სადაც მგზავრის გარდაცვალება დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა.
გრანადილის პორტში 100-ზე მეტი ადამიანის ნაპირზე გადასაყვანად და რეპატრიაციისთვის ინტენსიური მზადება მიმდინარეობს. მგზავრების ხმელეთზე გადმოყვანამდე ხომალდზე სამედიცინო ჯგუფები ავლენ, რათა ყველა ადამიანი ვირუსის ნიშნებზე შეამოწმონ.
ბოლო ინფორმაციით, სიმპტომები არავის აღენიშნება. გემის გარშემო ერთი საზღვაო მილის მანძილზე უსაფრთხოების პერიმეტრი იქნება დაცული. ვირუსის იშვიათი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიმდინარე ოპერაციაში 23 ქვეყანაა ჩართული.


