საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ბრატისლავაში დღეს სლოვაკ კოლეგას, რიხარდ რაშის შეხვდება. მხარეებს შორის მსჯელობა ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობას შეეხება, რომელიც უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც გაკეთდება.
„სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთმეგობრობა თანამშრომლობის პრინციპზეა დაფუძნებული. სლოვაკეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას; ასევე ძალიან უჭერდა მხარს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს.
ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გვექნება შეხვედრები ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურა, განათლება და სხვა. ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ძალიან ახლო ურთიერთობების, მეგობრობის განმტკიცებას“, – აღნიშნა ქართული დელეგაციის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ.


