ცოტნე ანანიძე 26 მაისთან დაკავშირებით გვარამიას განცხადების შესახებ: “გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი – „ერთად გადავწყვიტოთ“ იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ”

14

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა: „26 მაისს რუსთაველზე ბევრნი უნდა ვიყოთ – გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს. ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!“

„გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი -„ერთად გადავწყვიტოთ“ იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ“, – წერს ცოტნე ანანიძე.