ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟი, ერიკ ტრამპი, სოციალურ ქსელში “Trump Tower Tbilisi-ის” ოფიციალურ პროექტს აქვეყნებს.
“ძალიან მიხარია, რომ გიზიარებთ “Trump Tower Tbilisi-ის” ოფიციალურ რენდერს.
თბილისის გულში, საუკეთესო მდებარეობით, ეს ცათამბჯენი მალე გახდება ღირსშესანიშნაობა, როგორც საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა.
ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და მოუთმენლად ველით მის განხორციელებას!” – წერს ერიკ ტრამპი.


