ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: “არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი, რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს “ღარიბაშვილის გუნდი”, “კობახიძის გუნდი”- ეს ყველაფერი არის სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი”

"ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება [თანამდებობიდან გადადგომის შესახებ] და თავად განმარტა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები. რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს…

ნინო ფოჩხუა: “საქართველო კვლავ იკავებს მოწინავე პოზიციას კორუფციის აღქმის ინდექსში. არ შერცხვება ეკა გიგაურს, რომ მისი ორგანიზაცია ასეთ კვლევას აქვეყნებს? ამიტომ არის, არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებს ფასი არ აქვს”

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით: “ეს ხელშესახები, ციფრებში გამოხატული შედეგი კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ თამამად ითქვას – ქართული სახელმწიფო სწორად ვითარდება!”

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი: “ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნები, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა, თავისი ახალი პრემიერ-მინისტრით და უნდა აურჩიოს ქვეყანას რიგით მეექვსე პრეზიდენტი”

ექსპერტი გია აბაშიძე: “„მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული დიდი სამსახურისთვის, ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის, არაერთი დარგის განვითარება-მხარდაჭერისთვის, შესაძლებლობების ფარგლებში, მისი და კაბინეტის საზოგადოებაზე მზრუნველობისთვის! წარმატებები მას ამ არანაკლებ საპასუხისმგებლო მისიაში!”

ექსპერტი გია აბაშიძე ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით: “იმის გარდა, რომ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის (ERCAS) კეთილსინდისიერების 2023 წლის ინდექსში საქართველომ შეფასების ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (საუკეთესო 30 ქვეყანას შორისაა და 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა), სახელმწიფოს განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის შესაფასებლად, უმთავრესი საზომი მისი ეკონომიკაა”