"ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის", - განუცხადა პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ომის ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასებისას.
მისივე თქმით, გამოკითხვაზე...
"გამომძიებელი დაინტერესდა ზუსტად იმით, თუ რა პერიოდში ვმონაწილეობდი პირადად მე და როგორი გამოცდილება მქონდა 1992 - 1993 წლებში, პირადად თუ მიმიღია მონაწილეობა და თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, პირადად თუ შევხვედრივარ ბატონ გიორგი ბარამიძეს აფხაზეთში, რა მსმენია ტყვეთა გაცვლის პროცესში...
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ქაჯაიასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
ყურადღება დაეთმო 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხუთწლიანი ჩარჩო-შეთანხმება, ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო, მეორე მხრივ, გაეროს მდგრადი განვითარების...
ორშაბათს, 10 აგვისტოს, ესტონეთის ორპარტიულმა მმართველმა კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ორმა დეპუტატმა თავისი პარტია დატოვა და, ამის გამო, 101-ადგილიან პარლამენტში კოალიციის მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდა.
პარტია „ეესტი 200-ის” (Eesti 200) წევრმა, კალევ სტოიცესკუმ და „რეფორმების პარტიის“ წევრმა,...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დასავლელი პარტნიორების პოზიციას იხსენებს.
"კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზას, მაკკეინის საჯარო განცხადებებია: "სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს და მისი ქმედებები იყო შეცდომა". ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი...
ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ირინე გელაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. ის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით აგრეძელებს.
ირინე გელაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სახელით იყრიდა კენჭს და საკრებულოშიც ამ პარტიის სახელით იქნა არჩეული.
გელაშვილი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
კვირას ბერლინში პირველად გაიმართა „ველოსიპედით შიშველი მსვლელობის მსოფლიო დღე“. მონაწილეების განცხადებით, ისინი თავისუფლების, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მხარდასაჭერად გამოდიან, ამიტომაც ქალაქის ქუჩებში ტანსაცმლის გარეშე გადაადგილდებიან.
გერმანული მედიის ცნობით, ამ დღის აღსანიშნავად, ბერლინის ქუჩებში ველოსიპედით ასობით ადამიანი შიშველი გადაადგილდებოდა.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ აქციის...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა აბულაძეს შეხვდა.
“მთავრობის მეთაურმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ანა აბულაძეს მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს. ის 2018 წლიდან საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის, იყო...
"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ.
“პირველ რიგში, განვმარტავთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ არსებულ გარემოებებს:
მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოიკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო...
ფეხბურთელი გიორგი გველესიანი „geoteam“-თან ინტერვიუში საუბრობს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე, სხვადასხვა ძალების მხრიდან, გარკვეული წნეხი ხორციელდებოდა, რათა ევროინტეგრაციის...