ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ირინე გელაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. ის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით აგრეძელებს.
ირინე გელაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სახელით იყრიდა კენჭს და საკრებულოშიც ამ პარტიის სახელით იქნა არჩეული.
გელაშვილი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.


