პოლიტიკა

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: “ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება”

"ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები", - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მთავრობის…

ირაკლი კობახიძე: “ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებული და ეს ყველაფერი აისახება იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის – ე.წ. რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ჩვენი ძალისხმევა იყო წარმატებული და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული სისტემა”

ირაკლი კობახიძე: “მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე, ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ქვეყნის განვითარებაზე”

საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“

თავდაცვის სამინისტრო: „თავდაცვის სამინისტროს აქვს სხვადასხვა სოციალური მიმართულებების მხარდაჭერის პროგრამა, რითაც ჩვენი გმირი დაღუპული მეომრების ოჯახების, დაჭრილ დაშავებული, თუ მოქმედი სამხედროების საჭიროებები ფინანსდება. წლების განმავლობაში მათი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია და მათ მიერ მომართვას სამინისტრო, კანონმდებლობის მიხედვით, ყოველთვის მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში აკმაყოფილებს“

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილის შესახებ: „ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც – გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული – ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ“

დავით ზურაბიშვილი: „არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოცდება ხოლმე უნებურად, იტყვის “შევედი მიშასთან და ვუთხარი” ან “გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები” – ახლა აბოლებს ახალგაზრდებს თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“

ლევან მაჭავარიანი: “აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი- ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია”

ლევან მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: “დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა”