„თამარა ჩერგოლეიშვილი მიშას დროს მართლა ჟურნალის რედაქტორი კი არ იყო ან მანამდე საერთაშორისო ორგანიზაციაში მომუშავე კლერკი. ის გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონა ქართულ პოლიტიკაში“, – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
“არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის “შევედი მიშასთან და ვუთხარი” (ამ დროს “მიშასთან შესვლა” ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან “გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები”, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“, – წერს დავით ზურაბიშვილი.


