პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადების შესახებ: „აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი“

„აფხაზეთზე ოპოზიციის ახალი გრანდ-ნარატივი უკვე იმდენად გამჭვირვალეა, რომ მის უკან დამალვა აღარ გამოდის: ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ…

ლადო სადღობელაშვილი: „აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს“

შაკო კუჭაშვილი: „რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი- სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს –  გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ“

თამთა მეგრელიშვილი: “ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება”

ზაალ ანჯაფარიძე: “როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც „განგრენოზული“ კიდურის ამპუტაცია”

ლევან მაჭავარიანი ნიკა გვარამიას შესახებ: „ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა – ოდნავადაც არ გრცხვენიათ? იმასაც შეგახსენებთ, რომ დამწუხრებული საუბრობდა, განადგურებულ უკრაინას მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, რადგან მშვიდობაა საქართველოშიო“

ედიშერ გვენეტაძე: “რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ იყენებენ მათივე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აჟღერებინებენ გზავნილს –  „საქართველო აფხაზეთის გარეშე“

დავით ჩიხელიძე: “რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს სურთ, აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა”

დავით ქართველიშვილი: „რადიკალური ჯგუფების მიერ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის „ევროინტეგრაციის ფასად“ წარმოჩენა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაციაა“

თამთა მიქელაძე გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერის შესახებ: „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა – იგი ამტკიცებს, რომ ტრავმული მეხსიერება ერს განვითარების საშუალებას არ აძლევს“

ნიკა გვარამია: „ფაშინიანით ვარ აღფრთოვანებული – თქვა, რომ არარატი არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი, ამოვიღოთ შტამპიდან, ურთიერთობა დაგვილაგდება თურქეთთან, აზერბაიჯანთანაც, გვექნება მეტი ფული, პერსპექტივა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და რუსეთთან აღარ ვიქნებით. იგივე გააკეთა ყარაბაღთან დაკავშირებით, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო?“

ლიზა გეგეჭკორი: “რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა”