საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აფხაზეთის თემაზე საუბრისას, აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მის მიერ “ისტორიული ტრავმების” დამარცხების და ყარაბაღის დათმობის გამო.
“შეგახსენებთ, რომ ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230.000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ?
იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს უსამშობლო აგენტი 1 თვის წინ ძალიან დამწუხრებული საუბრობდა იმაზე, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, რადგან მშვიდობაა საქართველოშიო“, – წერს მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.


