პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი: „ქართულ სპორტში გვაქვს ისტორიული შედეგები – შარშან ქართველმა სპორტსმენებმა 1935 საერთაშორისო მედალი მოიგეს. საანგარიშო პერიოდში საქართველოში მთლიანობაში გაიმართა 20-ზე მეტი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი 16 სახეობაში. 2029 წლისთვის მივიღეთ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება“

„ქართულ სპორტში გვაქვს ისტორიული შედეგები - შარშან ქართველმა სპორტსმენებმა მოიგეს 1935 საერთაშორისო მედალი, რაც წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებითაც არის სერიოზული გაუმჯობესება - 450…

ირაკლი კობახიძე: „მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის 31 ობიექტზე. დასრულებულია 30 ობიექტის რეაბილიტაცია და კონსერვაცია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს. ლევილში სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები“

ირაკლი კობახიძე: „დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უმაღლესი განათლების რეფორმა. გვინდა, გავაძლიეროთ რეგიონული უნივერსიტეტები. ასევე, ოპტიმიზაცია არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ჩვენ პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, უზრუნველვყავით ის, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდა მიღება და ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“

პრემიერ-მინისტრი: „ხშირად იყო სპეკულაციები, რომ თუ ქვეყანაში მცირდებოდა სიღარიბე და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით – რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა დახმარებას და 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა“

ირაკლი კობახიძე: “2025 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა 9%-ით, განხორციელდა 1 მილიარდ 800 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 110 ქვეყანაში. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია უკვე 577 მილიონი დოლარის პროდუქცია”

ირაკლი კობახიძე: „ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 არის გამოყოფილი. ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლებისთვის“

პრემიერი: “დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. 2025 წელს მთლიანობაში უზრუნველყოფილ იქნა 4 636 ოჯახი. გრძელდება სამშენებლო სამუშაოები თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში.მთლიანობაში 2 500 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ამ სამუშაოების დასრულების შედეგად”

ირაკლი კობახიძე: „ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება, ქვეშეთი-კობი დასრულდება 2028 წელს, სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დასრულდება 2029 წელს, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა 2027 წელს, ხოლო წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, მთლიანობაში, 2031 წელს დასრულდება“

პრემიერი: “ქვეყნის მასშტაბით, გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა. 11 მეწყრულ უბანზე დამონტაჟდა თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა. დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით. განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 3 355 ჰექტარ ფართობზე. მკაცრი ზომები გატარდა ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ”

ირაკლი კობახიძე: “შეუფერხებლად ხორციელდებოდა რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელება, რეგიონული განვითარების ფონდიდან 2025 წელს განხორციელდა 643 მილიონი ლარის ღირებულების 1 195 ინფრასტრუქტურული პროექტი”

პრემიერი: “წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი, რაც არის შესაბამისი ქალაქების 65%. დარჩენილ 17 ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება”