„მოგეხსენებათ, იუსტიციის სახლებთან დაკავშირებით, საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი: გლდანში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში და სოფელ ტოლებში. მე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
„სამუშაოები გრძელდება მცხეთაში, ახმეტაში, სოფელ ზოტში და სოფელ ჭალაში. ასევე გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


