პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი“

„ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის…

პრემიერი: “ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი, პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია”

პრემიერ-მინისტრი: „ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა“

ზურაბ ქადაგიძე ჯარიმების შემსუბუქების შესახებ: “ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალო კრიტიკა კრიტიკისთვის. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი”

პრემიერი: „ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, გამოყენებული იქნებოდა როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს“

ილია ინჯია „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: „სწორედ ასეთი შეფასებები და ასეთი კვლევები გვაძლევს იმის რწმენას, რომ მხოლოდ ევრობიუროკრატები კი არ არსებობენ, არამედ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორად აფასებენ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობას“

ირაკლი კობახიძე: „სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას“

პრემიერი: „კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო, ანუ თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც“