მამუკა მდინარაძე: “საქართველოს მთავრობის “ბრალია”, რომ დღეს არის მშვიდობა ქვეყანაში, ვართ ეროვნულები. ესაა მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში. ეს არის სუვერენიტეტისა და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი”

9

“საქართველოს მთავრობის “ბრალია”, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში; რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს. თავისი პლუსებით და მინუსებით, როგორებიც ვართ, ასეთები ვართ”, – განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.

„ვართ ამაყები, ვართ ეროვნულები და ვართ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მოყვარულები და გვწამს. შესაბამისად, ქართველებს დაგვაბრალონ ის, რომ ჩვენ როგორიც გვინდა, ისეთი ხელისუფლება გვყავს და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში.

ეს არის სუვერენიტეტისა და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და ბევრ ქვეყანაში, სამწუხაროდ, დღეს ისეთი მოცემულობაა, ეს ვერ ხერხდება და გარედან ნაკარნახევი ხელისუფლებები ჰყავთ. აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ სიამაყის საფუძველი შეიძლება იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.