შალვა პაპუაშვილი: “მინდა ვუსურვო მის უნეტარესობას, რომ ის საქმე, რომელიც წმინდა პატრიარქმა ილია II-მ მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით შეასრულა, გაეგრძელებინოს. ჩვენ ვართ მომენტში, როდესაც ილია II-მ დათესა და ჩვენ ვიმკით”

10

“სრულიად საქართველოს ვულოცავ უწმინდესი და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ანდრია პირველწოდებულის წმინდა კათედრაზე აღსაყდრებას. ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მომენტი, რომელიც იშვიათია ერისთვის და ყველას გვიხარია, რომ ვართ ამ მომენტის მომსწრე”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სვეტიცხოველში, სადაც პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა.

„მინდა ვუსურვო მის უწმინდესობას და უნეტარესობას, რომ ის საქმე, რომელიც ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ილია მეორემ მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით შეასრულა, გაეგრძელებინოს.

ჩვენ ვართ ბედნიერნი, რომ ვართ ილია მეორის პერიოდში დაბადებულ-გაზრდილი, ეკლესიაში მისული ადამიანები. ადამიანები; რომლებმაც იგრძნეს ის სულიერი კავშირი, რომელიც ილია მეორემ დაამყარა ქრისტიან ქართველებს შორის. მნიშვნელოვანია ამ ღვაწლის გაგრძელება.

ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვიწყებთ იმ წერტილიდან, სადაც ილია მეორემ სუდარაგადაფარებული ქართული ეკლესია კვლავ ააღორძნა, გააცოცხლა. ჩვენ, როგორც მრევლი, შეგვკრა.

ჩვენ ვართ მომენტში, როდესაც ილია მეორემ დათესა და ჩვენ ვიმკით და მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ამ დანატოვარს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.