პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს.
„დებატები ვნახე ჯანდაცვის თემაზე. “გირჩი”, ვინმე სანდრო რაქვიაშვილი ამტკიცებდა, – ევროპაში ჯანდაცვის სისტემა არ ვარგა, პაციენტებს თვეობით უწევთ ლოდინიო. სინამდვილეში, გეგმური ვიზიტისთვის დაზღვევით ლოდინი უწევთ, თუ გადაუდებელი არ არის, თუმცა შეუძლიათ, ფული გადაიხადონ და არ დასჭირდებათ ლოდინი.
ძალიან უცნაური ხალხია “გირჩში”, პოპულისტებსაც ვერ დავარქმევ. დარწმუნებული არიან, რომ არსებობს უნივერსალური ცოდნა და ყველა პრობლემის პასუხი, რომელიც მხოლოდ მათ იციან. გულწრფელად სჯერათ, რომ საქართველოს, განვითარების და ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანაში შეიძლება, ევროპაზე უკეთესი ჯანდაცვის სისტემა იყოს.
“ნაცების” ჯანდაცვის მინისტრ ურუშაძეზე, საერთოდ, ლაპარაკი ზედმეტია. ეგ რომ იყო მინისტრი, გადაუდებელი პაციენტები საკაცეებით საავადმყოფოების ეზოებში ეყარნენ. საავადმყოფოები არ ღებულობდნენ, – ჯერ ფული გადაიხადეთო. არაკომპეტენტური მიზანტროპებისა და ინფანტილურების ნაზავია მთელი ოპოზიციური სპექტრი“, – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.


