მიხეილ სააკაშვილი: “2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, ჩემს მოსაკლავად”

16

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისაუბრა.

„2008 წელი იყო სრულიად საპირისპირო, განსხვავებით 90-იანებისგან: ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი, რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა და მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და არა ვიღაცის ხელით მოქმედება და ღია აგრესიის განხორციელება. რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას, შემოვიდა, რა თქმა უნდა, არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ შემოვიდა ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.