“ბოლო პერიოდში, საქართველოდან გაქცეული გახარიას პარტიის „მინიონები“ ავრცელებენ დეზინფორმაციულ და, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელ განცხადებებს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების შესახებ, თითქოს კონკრეტული პოლიტიკოსები წარსულში “ნაცმოძრაობის” კრიმინალური რეჟიმის წევრები იყვნენ”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
“ამ სიბინძურეს გაქცეული გახარიას დავალებით, მისი ჩამოქცეული პარტიის უნიჭო წევრები აკეთებენ მხოლოდ ერთი – გაღმა შედავების პრინციპით.
საქმე ის არის, რომ თავად გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი “ნაცები”, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები, და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა. მაშ ასე:
ზაზა თავაძე – იყო “ნაცმოძრაობის” სისხლიანი რეჟიმის ძალოვანი სისტემის საკვანძო ფიგურა და ადეიშვილის მარჯვენა ხელი, 2004 წელს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2004-2007 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი – ამავე დეპარტამენტის უფროსი; 2007-2008 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 2008-2010 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის მოადგილე;
2010 წლის 30 მარტიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.
ნათელა მეზვრიშვილი – იყო ადეიშვილის პროკურატურის ჯალათი პროკურორი.
2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი. 2007-2009 წლებში იყო ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2009 წელს იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი. 2010-2012 წლებში მეზვრიშვილი იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი.
კახაბერ ქემოკლიძე – იყო ჯერ მერაბიშვილის, ხოლო შემდეგ ახალაიას ძალოვანი სისტემის მსახური.
2005 წელს – საქართველოს პარლამენტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სტაჟიორი; 2011-2012წწ. – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ანალიტიკოსი.
აი, ამ ჯალათებით დაკომპლექტებული პარტია სხვისკენ იშვერს ხელს და “ნაცების” გუნდში ყოფნაზე აპელირებს.
ტატიანა ხვედელიანი – იყო ლადო ვარძელაშვილის მარჯვენა ხელი, პოლიტიზებული სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და ზონდერი სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტებში აწარმოებდა სისხლიანი რეჟიმის აგიტაციას”, – წერს ქართველიშვილი.


