პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო

15

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დღეს, დილის 09:00 საათიდან დაიწყო და 25 მაისის 00:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge.

სისტემაში ბავშვის რეგისტრაციას მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია ჩატარდება 12 საპილოტე ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში, თელავსა და ფოთში.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩარიცხვისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია სკოლებში 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით უნდა შეიტანონ. ამ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.