საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან, გუნ მარიტ ჰელგესენთან

7

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან, გუნ მარიტ ჰელგესენთან.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონგრესის როლს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების კუთხით და გამოხატეს თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.

ქართულმა მხარემ კონგრესის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ. ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს დელეგაციის ჩართულობას კონგრესის საქმიანობაში.