“ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის მე-3 ეროვნული კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში დელეგატებმა შეაჯამეს ორგანიზაციის საქმიანობა, აირჩიეს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე და განახლებული გამგეობა.
დღეს ქალთა ორგანიზაცია წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბებულ ძლიერ სტრუქტურას, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში, ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას, მათ წარმომადგენლობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას.
“კონფერენცია კიდევ ერთხელ გახდა ერთიანობის, გამოცდილების გაზიარებისა და ორგანიზაციის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმა.
მადლობა თითოეულ წევრს, დელეგატსა და მხარდამჭერს ერთგულებისა და საერთო საქმისთვის გაწეული ძალისხმევისთვის”, – აღნიშნულია “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


