„ევრობიუროკრატია პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ — გაფანტული, დაშლილი, სახეცვლილი, მაგრამ რეალურად მაინც „ნაციონალური მოძრაობა“, რათა გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელიც 2012 წლამდე ტარდებოდა“ – ლადო ბოჟაძე

7

„ევრობიუროკრატია პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ — გაფანტული, დაშლილი, სახეცვლილი, მაგრამ რეალურად მაინც „ნაციონალური მოძრაობა“, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელიც 2012 წლამდე ტარდებოდა — არა ჩვენი ქვეყნის, არა ჩვენი სუვერენიტეტის და არა ხალხის ინტერესების დაცვის პოლიტიკა, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესრულება“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლადო ბოჟაძემ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, დღის წესრიგში და ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა ახალი ინიციატივა ამ მიმართულებით — ხან ტელევიზიების სანქცირება, ხან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით მუქარა და ასე შემდეგ.

თქვენ ხედავთ, რომ ყოველთვის თბილად მოიხსენიებენ ქართველ ხალხს, თუმცა ქართველების მიერ გაკეთებულ არჩევანს არ იწონებენ. უფრო მეტიც, უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ქართველი ხალხის ბრალია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში შესაძლოა ქართველი ხალხის უფრო მკაცრი კრიტიკაც დაიწყონ — როგორ გაბედეს და როგორ გადაწყვიტეს ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მთავრობაში ვინ მოვიდეს, ვინ უნდა იყოს პარლამენტში და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, ეს პროცესი, სამწუხაროდ, გაგრძელდება — მინიმუმ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველამ უნდა იცოდეს: დღევანდელი ხელისუფლება და პარლამენტის არცერთი წევრი, ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, არ ვაპირებთ უკან დახევას ზეწოლის, მუქარისა და სანქციების ფონზე. ჩვენ ვასრულებთ ხალხის მიერ დაკისრებულ მთავარ დავალებას — შევინარჩუნოთ მშვიდობა, განვავითაროთ ქვეყანა და გავამყაროთ სახელმწიფო. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაღები ევროკავშირისა და ნატოს წევრობაც“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.