„რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებისა და პოლიტიკური ტერორის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობასა და მშვიდობას, რაც ჩვენი ხელისუფლების სიბრძნისა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შედეგია“ – გიორგი სოსიაშვილი

9

„რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებისა და პოლიტიკური ტერორის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობასა და მშვიდობას, რაც ჩვენი ხელისუფლების სიბრძნისა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შედეგია“, -ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენს უახლოეს ისტორიაში ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი პირველად გვაქვს. და ეს მიღწეულია უდიდესი ძალისხმევის, სიმტკიცის, სიმამაცისა და სიბრძნის ფასად — განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რა ხდება ჩვენს გარშემო: როგორი ცეცხლის რკალია შექმნილი რეგიონში და რა ბედი ეწია მრავალი ქვეყნის ლიდერს. პროცესები იქამდე მივიდა, რომ პოლიტიკურ ტერორზეც კი გადავიდნენ და ამისგან დაზღვეული არავინ იყო, მათ შორის, ბუნებრივია, არც საქართველო.

სწორედ ხალხის სიყვარულით, ეროვნული უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვითა და ქვეყნის მომავლის პასუხისმგებლობით გადადგა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაბიჯები ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საქართველოს ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი მოუტანა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლებისა და გუნდის ერთიანობით ეს მშვიდობიანი პერიოდი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.