„ოპოზიციას არ აქვს იდეური ერთობა; ერთადერთი საკითხი, რაზეც აქვთ იდეური ერთობა, საჯაროდ ვერ იტყვიან, რადგან ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარე დავალებების შესრულება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
„რომ არ იყოს განხეთქილება, ეს იქნებოდა გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ იდეური ერთობა. რა საკითხთან დაკავშირებითაც მათ აქვთ იდეური ერთობა, ერთადერთი საკითხია და იმას საჯაროდ ვერ იტყვიან, ვერ გაამხელენ, – ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარე დავალებების შესრულება.
მსოფლიოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც ამას აღიარებს. ამიტომ, ამ ერთადერთი იდეური ერთობის გარშემო ისინი ვერ შეიკრიბებიან, საჯაროდ ვერ განაცხადებენ. დანარჩენი – რეალური იდეური ერთობა, ერთობა და იდეა, რომელიც გააერთიანებდათ და ამისი გამხელა შეეძლებოდათ, მათ არ აქვთ, ამიტომ დაპირისპირება არის ბუნებრივი მოვლენა და ამას ვერც ჩვენ, არც ჩვენ და ვერც ისინი აღუდგებიან წინ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


