შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

40

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სულხან თამაზაშვილს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვილაიათ ეივაზოვი დახვდა.