მამუკა მდინარაძე პოლონელი ევროპარლამენტარის განცხადების შესახებ: “როცა სააკაშვილის ბრალს ოდნავ მაინც იცნობ და მაინც ამბობ, რომ უკანონოდ არის დაკავებული, ესე იგი, შენი ინტერესებიდან გამომდინარე იცავ შენს წარმომადგენელს საქართველოში”

7

“როცა სააკაშვილის ბრალს ოდნავ მაინც იცნობ და მაინც ამბობ, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული, ესე იგი, არ გაინტერესებს არაფერი, ფაქტობრივი მოცემულობა შენთვის მეასეხარისხოვანია და, უბრალოდ, შენს წარმომადგენელს საქართველოში შენი ინტერესებიდან გამომდინარე იცავ. როცა სააკაშვილის ბრალს ოდნავ მაინც იცნობ და მაინც ამბობ, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული, ესე იგი, არ გაინტერესებს არაფერი, ფაქტობრივი მოცემულობა შენთვის მეასეხარისხოვანია და, უბრალოდ, შენს წარმომადგენელს საქართველოში შენი ინტერესებიდან გამომდინარე იცავ”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნას შეეხებოდა.

„არ გაგვიკვირდეს, ეს ბუნებრივი ამბავია. ჩემთვის პირადად, ამაში რაიმე გასაოცარი და გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ ადამიანები ამოქმედებდნენ კონკრეტულ ადამიანს თავიანთი ინტერესების შესაბამისად და დღეს ისინი იცავენ მას არგუმენტების გარეშე.

“ეს ჩვეულებრივი მოვლენაა – ნებისმიერი ქვეყანა დაიცავს თავის წარმომადგენელს სხვა ქვეყანაში. საქართველოს არასდროს წარმოადგენდა სააკაშვილი, ის წარმოადგენდა გარე ძალებს.

ერთ-ერთი აქტიური განმახორციელებელი იმისა, რაც წეღან მოგახსენეთ, რაზეც ვისაუბრე, რომ საკუთარი ხალხის ხელით დაიპყრონ რომელიმე ქვეყანა ან ზეგავლენა მოახდინონ მასზე, ამისი აქტიურად აღმასრულებელი და განმახორციელებელი იყო ეს კაცი და იცავენ, ბუნებრივია. ამას მე საერთოდ არ მივიჩნევ გასაკვირ ამბად”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.