სოზარ სუბარი: “თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო ჩინეთის როლი, რასაც ის ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე ან რაც მას უკავია მსოფლიო ეკონომიკაში. მით უმეტეს, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ღრმა ურთიერთობა, როცა ვსაუბრობთ საქართველოს როლზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებაში, ანუ „შუა დერეფანზე”

9

“თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო ჩინეთის როლი, რომელსაც ის ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე ან ის როლი, რომელიც მას უკავია მსოფლიო ეკონომიკაში. მით უმეტეს, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ღრმა ურთიერთობა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

„როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს როლზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებაში, „შუა დერეფანზე“, წარმოუდგენელია ეს როლი ჩინეთის, ჩინური ტვირთების გარეშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან.

ქართველი რადიკალების მყვირილა განცხადებებს ჩინეთთან კავშირის შეუძლებლობაზე ცივ წყალს ასხამენ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები თავიანთი მჭიდრო კონტაქტებით ჩინეთთან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება. შალვა პაპუაშვილს მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ეს ბოლო 20 წელიწადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში.