შალვა პაპუაშვილი: “გარდა ოფიციალური საუბრისა, ჩვენ გვქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტარებს შორის პირადი ურთიერთობები და გაცვლა”

6

“მე იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ, განხორციელდეს ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„გარდა ოფიციალური საუბრისა, ჩვენ გვქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტარებს შორის პირადი ურთიერთობები და გაცვლა.

მოვიწვიეთ დელეგაციები საქართველოში და მოვიწვიეთ პარლამენტის თავმჯდომარე. მისი პირველი რეაქცია მაიმედებს, რომ მალე იქნება შესაძლებელი, ეს ვიზიტი განხორციელდეს.

ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს დიდი ინტერესი აქვს საქართველოსა და მისი კულტურის მიმართ. ჩვენ ორი უძველესი ცივილიზაცია ვართ და, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ურთიერთინტერესი ბუნებრივიც არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.