პრემიერ-მინისტრი: „ელექტროენერგიის მიმართულებით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით აზერბაიჯანულ მხარესთან. ასევე, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს“

2

„ელექტროენერგიის მიმართულებით, გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„ეს მილსადენი, რეალურად, გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ ოპერირებდა, რის გამოც ქვეყანა ვერ იღებდა პოტენციურ შემოსავალს. ახალი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ მილსადენის ამოქმედებას. ბუნებრივია, მილსადენი არის ჩვენი საკუთრება, რჩება, რა თქმა უნდა, საქართველოს საკუთრებაში, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით ამ მილსადენის სათანადო ოპერირება, რის საფუძველზეც ქვეყანა, ყოველწლიურად, ათეულობით მილიონის შემოსავალს მიიღებს.

ამ სამი წლის განმავლობაში, შემოსავალი უტოლდებოდა ნულს, გაჩერებული იყო მილსადენი და ამ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება ამ მილსადენის ეფექტიანი ფუნქციონირება“, – აღნიშნა პრემიერმა.