პრემიერ-მინისტრი: „ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად, ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებასაც. სააკაშვილი თუ რამით იყო გამორჩეული, ერთ-ერთი იყო მედიის მიმართ უდიერი დამოკიდებულება“

6

„ამ ორ მიდგომას შორის არის ძალიან მჭიდრო, ლოგიკური კავშირი. თვითონ სააკაშვილიც თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება, ფეხქვეშ გათელვა მედიის თავისუფლების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც პოლონელი ევროპარლამენტის განცხადებას შეეხებოდა.

„აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად, ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური ჯაჭვი. საზოგადოება, რა თქმა უნდა, აქედან გამოიტანს თავის დასკვნებს“, – აღნიშნა პრემიერმა.