„ყველაფერი დევს ხელის გულზე. ეს არის აბსოლუტურად დასუსტებული პოლიტიკური ძალები და თვითონ დაისუსტეს საკუთარი თავი, საკუთარი წარსულით და მიმდინარე პროცესებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
„მთლიანობაში, წარმატების არავითარი რესურსი ამ გაერთიანებას არ აქვს. ეს არის ძალიან მძიმე წარსულით გაერთიანებული პოლიტიკური ძალა და ასეთი წარსულით, ისეთ საზოგადოებაში, როგორიც არის ქართული საზოგადოება, ასეთი ტიპის პოლიტიკური ძალა ვერ იქნება წარმატებული. განხეთქილებებიც, რომლებიც აშკარაა ამ გაერთიანებაში, არის მათი სისუსტის გამოხატულება და გამოვლინება”, – განაცხადა პრემიერმა.


