პრემიერი: “ბაქოში ქართული დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა. მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. მათთან გვქონდა გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა”

18

“ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა. მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. მათთან გვქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბაქოში.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ბაქოში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში აზერბაიჯანში ყოფნა. ამ პლატფორმას ვიყენებთ მაქსიმალურად იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.