შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი-ერთი წარსულში ნასამართლევი პირია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი ოდენობით 80 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


