პრემიერ-მინისტრი: „სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისთვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი“

1

„სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილთან, სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია თავად შეიძლება შეაგროვოს შესაბამისმა დანაყოფმა, შეიძლება, რომ მას გაუზიარონ ინფორმაცია, საჯარო ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება წამოიწყოს კონკრეტული საქმეები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„რაც შეეხება კანონმდებლობას, კანონმდებლობა უკვე დადგენილია, არსებობს შესაბამისი რეაგირების მექანიზმები, სანქციები. მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შსს-ს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება შესაბამის სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური“, – აღნიშნა პრემიერმა.