საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ იმერეთში “ხალხის ძალის” ფრაქციის წევრებთან გამართული შეხვედრის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
„ვიმსჯელეთ როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ადგილობრივ პრობლემებზეც. შევეხეთ პარტიული ცხოვრების შემადგენელ ნაწილსაც- უნდა მოვემზადოთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. პირველ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ რეგიონულ ცენტრებში, შემდეგ კი უკვე ყველა მუნიციპალიტეტში ოფისების გახსნას. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


