გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ვისაუბრეთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე“

2

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა იმერეთში “ხალხის ძალის” ფრაქციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მედიასთან ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია პრობლემების შესახებ მივიღოთ პირველწყაროსგან. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს რეგიონებსა და ქალაქებში. იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენ, „ხალხის ძალამ“ ვისაუბრეთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე. ეს კი ნიშნავს ზუსტად იმას, რომ, თუ არსებობს რაიმე ტიპის გამოწვევა, ამაზე უნდა ვისაუბროთ კონსტრუქციულად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.