„საკუთარ „შაპიტო-აქციებს“ ისეთ სიმბოლურ თარიღებს ამთხვევენ, აშკარად ვერ აცნობიერებენ, რომ „ნაცმოძრაობამ“ 26 მაისი, ისევე როგორც 7 ნოემბერი, საერთოდ აღარ უნდა ახსენოს. ყველას კარგად გვახსოვს, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე — დევნა, დარბევა, მკვლელობები და თავისუფლების მეტროს მიმდებარედ გადამალული ცხედრები. შემდეგ კი სისხლი მორეცხეს, ხალხს სინამდვილე დაუმალეს და სისხლით მორწყულ ადგილზე „აკონცერტეს“ და „ამარშეს“. აი ეს არის მათი რეალური სახე“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ 26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„დავესესხები ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსს, „გირჩი“ — ზურაბ ჯაფარიძეს, რომელსაც ხალხში „შარვალჩახდილ პოლიტიკოსსაც“ უწოდებენ, და სრულიად მართებულადაც. მან თქვა, რომ ამ აქციის მიზანი ის არის, „ერთმანეთს დავენახოთ და ერთმანეთი დავათვალიეროთო“.
ზუსტად ეს არის მათი მთავარი პრობლემა — არანაირი გეგმა არ აქვთ. თავგზააბნეულები დადიან. მეტროსთან დგას „ჭიჭე“ გიორგი ვაშაძე, ხალხი ხელსაც არ ართმევს, შემდეგ შედის რესტორნებსა და კაფე-ბარებში და ვითომ „ხალხოსანი“ პოლიტიკოსის იმიჯის შექმნას ცდილობს. ამ ყველაფერს კი ისევ თავიანთი „სექტანტები“ იღებენ და ავრცელებენ. საბოლოოდ, თავს მხოლოდ სასაცილოდ იგდებენ — თითქოს ხალხში არიან, მეტროთი გადაადგილდებიან და საზოგადოების ნაწილად წარმოჩენას ცდილობენ.
კიდევ ერთი „სასაცილო“ სპიკერი ჰყავთ, რომელმაც გუშინ ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მეტროს გვირაბები უნდა გააფართოოს. სრული სიბნელეა — საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რას ლაპარაკობენ. ერთი ჭკუათმყოფელი კონსულტანტიც კი არ ჰყავთ, რომ ასწავლოს, ცოტა უფრო დალაგებულად მოიქცნენ, თავი არ შეირცხვინონ, მესიჯბოქსი გაასწორონ და ენას კბილი დააჭირონ.
როგორც გავიგეთ, საღამოს შვიდ საათზე თსუ-ს ეზოში იკრიბებიან და შემდეგ პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ. დიდი იმედი მაქვს — და დარწმუნებულიც ვარ — რომ ჩვენი სამართალდამცველები შეძლებენ ამ მარგინალების მიმართ საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომის აღკვეთას, რათა ეს ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, რადგან როდესაც ეს „მაიმუნები“ და „შარახვეტიები“ გამოჩნდებიან იქ, სადაც ადამიანები ჩვეულებრივად სეირნობენ, ერთმანეთს ესალმებიან და მშვიდ გარემოში ატარებენ დროს რუსთაველის გამზირზე, ბუნებრივია, ამ „ჯოჯოების“ დანახვა გაღიზიანებას გამოიწვევს.
არ გვინდა, რაიმე დაპირისპირება მოხდეს. იმედია, არც მოხდება. მაგრამ საინტერესოა, საერთოდ რა უნდა „დაათვალიერონ“ ერთმანეთში ამ გაუგებარმა, თითით საჩვენებელმა და სამარცხვინო არსებებმა, რომლებიც ხან მეტროს გაფართოებას მოითხოვენ, ხანაც იმას, რომ თითქოს ივანიშვილმა „ცა არ გადაკეტოს აბასთუმანში“ და მსგავს აბსურდებს ავრცელებენ. ასეთ მდგომარეობაში რა არჩევნები უნდა მოიგონ — სრულ კრახში არიან“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


