„ზაარბრიუკენი თბილისს დაუმეგობრდა საბჭოთა საქართველოს დროს და აქტიური კავშირი შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რომლის მმართველობა და პოლიტიკური წყობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დანაშაულებრივად შერაცხილი ადამიანების სისტემური წამების საკითხთან მიმართებით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტაზე საუბრისას.
მისივე თქმით, გასაოცარი და გასაკვირია, თუ რაოდენ დასუსტდა ის მანქანა, რასაც ევრო ბიუროკრატიას უწოდებენ.
„სრულიად გასაოცარი და გასაკვირია, თუ რაოდენ დასუსტდა ის მანქანა, რასაც ჩვენ ევრო ბიუროკრატიას ვუწოდებთ და თუ რა მეთოდებს იყენებს საქართველოზე ზეწოლის განხორციელების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
„დაუჯერებელია, რომ დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო კი გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და „გადამჭრელ ზომებს“ იღებენ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს…,“ – დაწერა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში.


