„შეეძლოთ ეს აქცია 25 ან 27 მაისს ჩაეტარებინათ, მაგრამ არა, მიზანმიმართულად დაამთხვიეს დამოუკიდებლობის დღეს, რომ პროვოკაცია მოაწყონ და ღონისძიება ვერ შედგეს“ – ირაკლი ჭეიშვილი

3

„შეეძლოთ ეს აქცია ჩაეტარებინათ 25 ან 27 მაისს ჩაეტარებინათ, მაგრამ არა, მიზანმიმართულად დაამთხვიეს დამოუკიდებლობის დღეს, რომ პროვოკაცია მოაწყონ და ღონისძიება ვერ შედგეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა რადიკალური ოპოზიიცის მიერ დაანონასებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„საკმარისია, უახლოესი წარსულიდან ერთი კონკრეტული შემთხვევა გავიხსენოთ: 2011 წლის 26 მაისს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება აღლუმს ატარებდა, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია სასტიკად დაარბიეს, რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლეს. თავისუფლების მოედნის მიმდებარედ რომ „ნახეს“ ცხედარი და მოგვიანებით ამტკიცებდნენ დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალაო. სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი და ახლა ეს ადამიანები გვიანონსებენ 26 მაისს აქციის მოწყობას იგივე ადგილზე. რა არის ეს, თუ არა პოლიტიკური სიბეცე?

იმუქრებიან, რომ 50 ათას ადამიანს გამოიყვანენ, თუმცა ჩემი აზრით, 50 კაცსაც ვერ შეკრებენ. მათ აღარ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, მით უმეტეს, როდესაც გარე წყაროებიდან ფინანსების შემოდინება მაქსიმალურად შევუზღუდეთ.

შეეძლოთ ეს აქცია ჩაეტარებინათ 25 ან 27 მაისს ჩაეტარებინათ, მაგრამ არა, მიზანმიმართულად დაამთხვიეს დამოუკიდებლობის დღეს, რომ პროვოკაცია მოაწყონ და ღონისძიება ვერ შედგეს.

26 მაისი საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია და უნდა აღინიშნოს ღირსეულად, მშვიდ გარემოში. ხელისუფლების ვალდებულებაა უზრუნველყოს მაღალი დონის ორგანიზება და მაქსიმალურად მშვიდი გარემო, რათა მოქალაქეებმა შეძლონ ღონისძიებაზე დასწრება და მშვიდობიანად სახლებში დაბრუნება.
საოცარია ისიც, რომ ამ ღონისძიების ხარჯებს ითვლიან — დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე გაწეულ თანხებს ითვლიან და მერე ვინ? სააკაშვილის თაყვანისმცემლები, რომელიც გაცილებით მეტ თანხას ხარჯავდა პირადი მიზნებისთვის.

ნებისმიერი გაწეული თანხა არის გამჭვირვალე — იქნება ეს სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება თუ ტენდერის გზით განხორციელებული შესყიდვა. პროცესი სრულად ღიაა და თანხა ხმარდება ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებას. ამიტომ, ამ თემით რადიკალური ჯგუფები მანიპულირებას ვერ შეძლებენ.

და ბოლოს, ეს ღონისძიება აუცილებლად შედგება, დამოუკიდებლობის დღე ღირსეულად აღინიშნება და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, რადგან ჩვენი ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე დგას და არ დაუშვებს არანაირ ექსესს. ამის გარანტიას „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს აძლევს“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.