დავით ჩიხელიძე ილია ღლონტის შესახებ: “ტყუილს მიზანმიმართულად ან არცოდნით ავრცელებს. რეალურად, დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარია და არა 20 000-ზე მეტი, როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს”

2

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სამოქალაქო აქტივისტი ილია ღლონტის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვას ეხმაურება.

„ტყუილი, რომელსაც მიზანმიმართულად ან არ ცოდნით ავრცელებს. რეალურად დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარი არის და არა 20 000+ როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს.

თუ აღნიშნულ ტყუილს ილია ღლონტი შეგნებულად ავრცელებს, ეს არის მავნებლობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ქვეყნის მტრობა. ხოლო თუ უმეცრებით ავრცელებს, მაშინ საქმე ასევე რთულად გვაქვს, რადგან ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ სიმართლეს ღაღადებს, თურმე არ აქვს შესაბამისი ცოდნა, ისაუბროს გარკვეულ საკითხებზე, ცოდნის ნაკლებობასთან ერთად კი, თავს არ იწუხებს გადაამოწმოს ინფორმაცია და საზოგადოებას ჭეშმარიტება უთხრას!“ – წერს ჩიხელიძე.