დავით ქართველიშვილი: „ის, რაც გარისკეს და შეძლეს “რკინის ფარდის” ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე”

4

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიის მიერ 51 წლის წინ თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილების გადაწყვეტილების გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველოზე უკიდურესად აღშფოთებული გერმანია ვეღარ დაელოდებოდა ბრიუსელის უკბილო შეშფოთებებს თბილისის მისამართით და ჩვენს ქვეყანაზე გამანადგურებელ შეტევაზე გადმოვიდა. გერმანულ ყელში გაჩხერილი, 1975 წელს მიღებული გადაწყვეტილება – თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილებული ქალაქების სტატუსის შემოღების შესახებ – 51 წლის შემდეგ არქივს ჩაბარდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით.

დღეიდან არც კი ვიცი, ამ დარტყმას როგორ გადაიტანს დედაქალაქი. ის, რაც გარისკეს და შეძლეს “რკინის ფარდის” ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე. ოდესღაც დიადი ევროპა დღეს დაპატარავდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებამდე. საკითხავი მხოლოდ ერთია: რომელი ღირსეული სახელი მოვუძებნოთ დედაქალაქის ცენტრში “საარბრიუკენის სამარცხვინო მოედანს?“ – წერს დავით ქართველიშვილი.