შალვა პაპუაშვილი: “მსგავსებაც კი არ არის იმ სასტიკ სისტემასთან, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 21 000 პატიმარი ჰყავდა და 310 000 მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში. მოსახლეობის 10% გამოცხადებული ჰყავდათ კრიმინალად”

2

“ჩვენ კვლავ ვნახეთ ბრიუსელის პროპაგანდისტების კამპანია, რომელიც გაჩაღდა მსჯავრდებულებთან დაკავშირებით. ეს არის უმარტივესი ტყუილი და მანიპულაცია. მსჯავრდებულთა რაოდენობა, რომელშიც შედიან არა მხოლოდ მსჯავრდებულები, არამედ ყველა, ვისზეც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, არის 22 000, თუმცა პატიმრების რაოდენობა არის 8700”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ალტ ინფოს“ წევრების განცხადებების შესახებ საუბრისას, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებულ პატიმართა რაოდენობას გადააჭარბა დღეს არსებულმა პატიმრების რაოდენობამ.

„არანაირი კორელაცია და მსგავსებაც კი არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 21 000 მარტო პატიმარი ჰყავდა და საქართველოს 310 000 მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში. მოსახლეობის 10% „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოცხადებული ჰყავდა კრიმინალად.

ისინი, ვინც სწორედ ამ კრიმინალური რეჟიმის მეხოტბეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები არიან, იმის გამო, რომ ცდილობენ თავის დამკვიდრებას, ასეთ მანიპულაციას ავრცელებენ. კიდევ ერთხელ დააკვირდით, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული იყო ბრიუსელის ყველა პროპაგანდისტული მედია თუ პროპაგანდისტი აქტივისტი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.