ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთში ვიზიტის შესახებ: „საუბარი გვქონდა რამდენიმე ერთობლივ პროექტზე. ეს პროექტები თუ გამოვა, მაშინ შეგვიძლია, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიურპრიზი შევთავაზოთ“

2

„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა სოფლის მეურნეობის მაღალი ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი, რომელიც არის უნიკალური თვითონ ჩინეთშიც. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების დაგეგმვა შეგვიძლია“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის შაანსის პროვინციაში გამართული შეხვედრების შემდეგ.

„საუბარი გვქონდა რამდენიმე ერთობლივ პროექტზე. ეს პროექტები თუ გამოვა, მაშინ საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიურპრიზი შეგვიძლია, რომ შევთავაზოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის: ჩინეთში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანს, ამავე პროვინციის პარლამენტის – შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით ღრმავდება.